ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში

21/12/2017

“ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავენ.
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში 2012 წლიდან 2017 წლამდე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობეში სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართულებით მიდგომები მკვეთრად შეიცალა. მისი თქმით, პროგრამების ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია და შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.
წარმატებულ სფეროებზე საუბრისას ლევან დავითაშილმა ღვინის სექტორი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული წინსვლა აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუიდებლობის პირობებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0