ღია კარის დღე ცესკოში გაიმართა

07/06/2017

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თბილისის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრები დღეს ცესკოს ესტუმრნენ. სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე შეხვდნენ. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდებს არჩევნების მნიშვნელობაზე, ცესკოს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ კი ახალგაზრდებთან უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის განმავლობაში მან ყურადღება გაამახვილა ცესკოს მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე, რაც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალურ მასალებს მოიცავს და 1918-2008 წლების პერიოდს ასახავს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0