„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის სპეციალური შეხვედრა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა − „ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეოცე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ფორუმის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა „OGP“-ის პროცესების დაგეგმვას მიეძღვნა. სამდივნომ დამსწრეებს გააცნო სამომავლო გეგმები და მათგან მოისმინა ხედვა საქართველოს ღია მმართველობის თანათავმჯდომარეობის განმავლობაში სამდივნოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მსჯელობა გაიმართა სამდივნოსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ღია მმართველობის ახალი სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების საკითხი.
OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველო ყველა აქტივობას არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით განახორციელებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი www.my.gov.ge.
საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს; ხოლო 2016 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე გახდა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

Visited 145 times, 1 visit(s) today