ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადმობარებას. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს, აღიარებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
„ეს არის, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ატარებს თავმჯდომარის სტატუსს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
19 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.

Visited 123 times, 1 visit(s) today