ღირებულია თუ არა ყვითელი 50 თეთრიანები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს ყვითელი 50 თეთრიანების გაყიდვა საკმაოდ მაღალ ფასად შეუძლიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, prof-news-ი ოქრომჭედელ ბესო ამირეზაშვილს დაუკავშირდა და ყვითელი 50 თეთრიანის ღირებულებით დაინტერესდა.

როგორც ჩვენთან  საუბარში ოქრომჭედელი აცხადებს, ყვითელი 50 თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და შემცველობით თუთიისა და სპილენძის შენადნობია, რასაც არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს.

ყვითელი 50 თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და როგორც გირებზე, შპრიცებისსახარშზე, ზინგერის საკერავ მანქანებზე, თუჯის, ანუ ნახშირის უთოებზე იყოერთი ამბავი ატეხილი, ასეთი რაღაც ხდება ახლაც. ამ მონეტის შემცველობათუთიისა და სპილენძის შენადნობია და არანაირი განსაკუთრებული ღირებულებაარ აქვს. ვიღაცები უბრალოდ იტყუებიან“, – განაცხადა ამირეზაშვილმა.

ოქრომჭედლის განცხადებით, ეს შეთანხმებული ქმედებაა მოქალაქეების მოსატყუებლად.

ვიღაც აფერისტმა ეტყობა, მეორე აფერისტი ნახა, რომელსაც ყვითელი 50თეთრიანები აქვს, მერე შეთანხმდნენ და ერთიმეორისგან  ამ სრულიადუსარგებლო ნივთს, სხვა ადამიანების დასანახად, ძალიან ძვირად ყიდულობს. ამაფიორით კი ცდილობენ, ასეთი მონეტების ძვირად გაყიდვას. ვიღაც დაიჯერებს,რომ ის ძვირად ღირებულია და შეიძლება იყიდოს კიდეც, შემდგომში გაყიდვისიმედით“, – განაცხადა ოქრომჭედელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე ყვითელი 50 თეთრიანების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული: მოჭრის თარიღი – 1993 წელი. წონა: 2,5 გრ. დიამეტრი: 19 მმ. სისქე: 1,4 მმ. შემადგენლობა: სპილენძის შენადნობი ოქროსფერი.


Visited 1 342 times, 1 visit(s) today