“ღირსეული პარტნიორი 2017“ – ში მონაწილე ამერიკული ტექნიკის დემონსტრირება დღეს ზესტაფონში შედგა. ამერიკული ჯავშანტექნიკის სტრაიკერები დროებით ცენტრალურ მოედანზე შეჩერდნენ. სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში ოფიციალურად 30 ივლისს გაიხსნა. სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება. წელს ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. სწავლებაში მონაწილეობას ნატო– ს წევრი პარტნიორი 8 ქვეყანა და 2800 – ზე მეტი სამხედრო მიიღებს.
Visited 194 times, 1 visit(s) today