ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა დაიწყო

09/11/2017

უბისა-ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთი-ხარაგაული – ეს ის მარშრუტია, რომლით სარგებლობაც ხარაგაულის მოსახლეობას მომავალი წლის ზაფხულიდან შეეძლება. ხარაგაულის ცენტრი, ზემოთ აღნიშნული გზის გავლით, თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს ახლა უკვე, 21 კმ-იანი რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და ჯამში აღნიშნული გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 3 მილიონ ლარამდე თანხა დაჯდება.
ამ ეტაპზე, ღორეშა-ბაზალეთის გზაზე ბეტონის საფარის დაგების მიზნით, წინა მოსამზადბელი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა და გზის გაფართოების და გასწორების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულზე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გზაზე დაიგება ცემენტბეტონი, მოეწყობა ლითონის წყალამრიდი მილები და გაკეთდება ეზოში შესასვლელები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა პროექტში შევიდეს ცვლილება და მოხდეს სარგვეშისა და მირონწმინდის ხიდების გამაგრება, ასევე 11 კილომეტრიანი გზის გასწვრივ, დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყოს საზოგადოებრივი მოსაცდელები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0