ყაზახეთისადმი საქართველოს ვალი შემცირდა

13/06/2017

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მლნ აშშ დოლარიდან 25,48 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება გაგრძელდება 2025 წლამდე. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა, საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით.
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ფინანსთა მინისტრს ბახიტ სულტანოვს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, კვაშირგამბულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0