ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვერტმფრენის გამოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ ჯარზე შექმნილი სიმღერისთვის ვიდეორგოლს იღებს. კლიპის სცენარის გათვალისწინებით, ადგილზე იმყოფება 200-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ტერიტორიაზე სამხედრო ავტომანქანებით ჩავიდნენ.
გადაღებები დღის ბოლოს დასრულდება.
რაც შეეხება ვერტმფრენის გამოჩენას, გაცნობებთ, რომ ვერტმფრენი დაფრინავს, დაბა სტეფანწმინდაში ე.წ. ,,საბერწე“-ზე, ,,ალპური ქოხი“-ს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.

Visited 495 times, 1 visit(s) today