ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

17/02/2017

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე, მშრალ ხევზე, ახალი ხიდი შენდება. ახალი ხიდით სარგებლობას 2017 წლის დეკემბრიდან შეძლებთ. ხიდი სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. არსებული ხიდი 80-იან წლებში იყო აშენებული, ის აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და საფრთხეს უქმნიდა საავტომობილო მოძრაობას. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული

Tweet about this on TwitterShare on Facebook0