ყვარელში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

07/08/2017

ყვარელში, სასულიერო გიმნაზიის ბაზაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ACTS GEORGIA” -ს დაფინანსებით და კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის უშუალო მხარდაჭერით და ხელშეწყობით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის საზაფხულო ფსიქო-რეაბილიტაციის ერთკვირიანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი გაიხსნა, სადაც სხვადასვა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, მოზარდებს საშუალება ექნებათ შინაარსიანად დაისვენონ და ამავე დროს ისწავლონ, როგორ იცხოვრონ დიაბეტთან ერთად სრულფასოვნად. არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოში უკვე ოცდახუთი წელია საქმიანობს და დღეს, ყვარელში, ბანაკის გახსნას მის ამერიკელ წარმომადგენლებთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0