ყვარელში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

18/07/2016

სექტემბერში, ყვარელში ღვინის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის პარალელურად 7-9 სექტემბერს, საქართველოში პირველად, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.
ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციას „მეღვინეობა ხარება“ უმასპინძლებს.

ფესტივალთან დაკავშირებით ყვარელში ფასადების, ღობეებისა და გზის გვერდულების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 000 ლარი გამოიყოფა. ღონისძიებასთან დაკავშირებულ შესყიდვები გამარტივებული ფორმით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0