ყვარლის გამგებელი სოფელ გრემში დაგეგმილ შეხვედრებზე ჩავიდა

16/03/2017

წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა გაიმართა დღეს სოფელ გრემში, სადაც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა და ტერიტორიულ ერთულში ადგილობრივებს შეხვდა, მათგან სხვადასხვა სახის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა, რის შემდეგაც, სოფელ გრემის ქუჩებში, ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ზურაბ ლუარსაბიშვილთან ერთად, სოფლის ქუჩებში გაიარა, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და გამვლელების აზრი მოისმინა. მოინახულა სოფელ გრემის “თემი” და ადგილობრივი ბენეფიციარები მოიკითხა. როგორც უკვე ცნობილია, კვირაში ერთხელ, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი წინასწარ განსაზღვრულ დროს, მუნიციპალიტეტის თითო სოფელს ეწვევა, ერთ დღეს სოფელში დაჰყოფს, მოსახლეობას შეხვდება და სოფლის საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0