ყვარლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

03/05/2017

ყვარლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ჩემპიონებს, დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა კახეთის რეგიონის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმაც.
ზურაბ ხარებაშვილისა და გოჩა ღონიაშვილსა მიერ გაწვრთვნილი გოგონები ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მეორედ გახდნენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამი წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატი იმართება პლიაჟის ხელბურთში და გოგონათა გუნდი იგივე შემადგენლობით უკვე სამგზის უცვლელი ჩემპიონია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0