ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება. სწორედ თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თქვენ უნდა დაასაქმოთ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და ხელშეწყობით. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ შესაბამისი გარემო და პირობები შევქმნათ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული, მეტი თვითრეალიზებული ადამიანი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაქალაქს“, – ეს განცხადება კახა კალაძემ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ბიზნეს სექტორს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ქვეყნის და ქალაქის აღმშენებლობაში, შესაბამისად, პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის თქვენი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ბიზნესმენებთან კახა კალაძემ.

Visited 119 times, 1 visit(s) today