დავით შერაზადიშვილი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:
“ქრისტე აღდგა-ჭეშმარიტად აღდგა! ყველას გილოცავთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაული. უფალი იესო ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა და ჩვენი ცოდვების მოსატევებლად ჯვარს ეცვა.
აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები მთელი წელი განსაკუთრებული სიხარულითა და მოლოდინით ვეგებებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და სულიერ სიძლიერეს!”
Visited 224 times, 1 visit(s) today