ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ის არის ნდობით აღჭურვილი პირი მათ შორის საქართველოს პარლამენტის მხრიდან.
“მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც”, – განაცხადა ჯანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.
“შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის”, – განაცხადა ქანთარიამ.

Visited 135 times, 1 visit(s) today