ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია

24/08/2016

მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს და ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღების დასახელება არასწორია.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროსტრუქტურებში ზაფხულის შესვენების დაწყებამდე ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
„ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია გატარებული რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების მიხედვით. დღეს საკითხი არ დგას საქართველო მიიღებს თუ არა ვიზალიბერალზიაციას, არამედ ეს დამოკიდებულია პროცედურებზე. ჩვენ მივყვებით პროცედურებს და დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი პოზიტიურად დასრულდება“ – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0