ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა დადგება, თუკი დანაშაულებში მათი მონაწილეობა დადასტურდება

კონკრეტული პირების, ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, დადგება, თუკი ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მათი უშუალო მონაწილეობა დადასტურდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ის, რაც ჰააგის სასამართლოს აინტერესებს, არის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის და ეთნიკური წმენდის ფაქტები.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძიება ვერ ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროკურატურას, სადაც ბევრი პროფესიონალია, საკმაო მტკიცებულება აქვს შეგროვებული. ჩვენი დღევანდელი პროკურატურაც ინტენსიურად მუშაობს ამაზე. არსებობს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები, რაც საერთაშორისო გამომძიებელს, საერთაშორისო დონის პროკურორს შეუძლია მოიძიოს. მთავარია იყოს ობიექტური შეფასება. ჰააგის სასამართლო ვალდებულია მომხდარი გამოიძიოს – ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი”, – აცხადებს გია ვოლსკი.

Visited 115 times, 1 visit(s) today