შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე. ჩანაწერში ისმის მერის მოადგილის განცხადება: „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს“. ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის განათების თანამედროვე სისტემისა და ლამინირებული ჭავლის სისტემის მართვის ავტომატური პულტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი. აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი კასკადის დასრულების შემდეგ.

„კასკადის სრული რეაბილიტაცია როდესაც დასრულდებოდა, უნდა დამონტაჟებულიყო მართვის ავტომატური პულტი, რომელიც არეგულირებს კასკადის ვიზუალურ რეჟიმებს, როგორც განათების თანამედროვე სისტემას, ისე ლამინირებული ჭავლის სისტემას და ბევრი შესაძლებლობა აქვს ვიზუალური კუთხით. ახლა კი, მცირე კასკადსა და შადრევანში გვქონდა ხელით დაპროგრამებული ვიზუალური ჩართვა-გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ იყო შადრევანში ე.წ. რელე. ავტომატურ გათიშვას ე.წ. რელე უზრუნველყოფს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

Visited 42 times, 1 visit(s) today