შავი ზღვის ფსკერის დასუფთავების აქცია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან თამარ ბაგრატიასთან ერთად, სარფში შავი ზღვის ფსკერის დასუფთავების აქციას დაესწრო. აქცია პროექტის – “გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება შავ ზღვაში“ (EMBLAS) ფარგლებში გაიმართა. აქციის ფარგლებში მყვინთავებმა ზღვის ფსკერის დასუფთავების სამუშაოები 20 მეტრის სიღრმეზე განახორციელეს. მინისტრმა აქციის დასრულების შემდეგ მყვინთავებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Visited 216 times, 1 visit(s) today