შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ, გიორგი იობაშვილმა, ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მათ შორის ადგილზე გაეცნენ თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებსაც, რომლის ღირებულება 1 053 238 ლარს შეადგენს. მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2018 წელს რეგიონული ფონდიდან დაფინანსებული დაახლოებით 770 პროექტის ადგილზე გაცნობა მოხდა, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტების დათვალიერების შემდეგ, იმერეთის გუბერნატორმა და მინისტრის მოადგილემ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც პრობლემურ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

Visited 153 times, 1 visit(s) today