შავლეგო ტაბატაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მოადგილეებთან: გრიგოლ დალაქიშვილთან, იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი იობაშვილთან ერთად ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური მიიღო. მხარეებმა შეხვედრაზე 26 საუკუნოვანი ქართულ–ებრაული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ასევე, ორ დამეგობრებულ ქალაქს ქუთაისსა და აშკელონს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. დღესვე, ისრაელის ელჩმა ქუთაისში 10–ს და ვანში მცხოვრებ 3 სოციალურად დაუცველ ბავშვს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. ქუთაისის შემდეგ ისრაელის ელჩი ვანში გაემგზავრა და მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა.

Visited 232 times, 1 visit(s) today