შავლეგო ტაბატაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებსა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვდრაზე გუბერნატორმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმსჯელა.

“მუნიციპალიტეტების მერებთან და მშენებლებთან ერთად, რომლებიც სამუშაოებს იმერეთის რეგიონში ასრულებენ ყველა ის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები გავიარე, რაც დღეს მუნიციპალიტეტებში არსებობს და დავგეგმეთ მოგვარების გზები. შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება 2019 წელს შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით კარგად მოხდება პროექტების დაგეგმარება და თითოეული მათგანი მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული“– განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

Visited 183 times, 1 visit(s) today