შალვა კერესელიძემ და გიორგი ხოჯევანიშვილმა „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბუნებრივი აირის მოხმარების კუთხით უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თაობაზე, „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეების საერთო გადაწყვეტილებით, რეგიონებში გაზმომარაგების უსაფრთხოების ზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები ბუნებრივი აირის მოწყობილობებს ეტაპობრივად შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე, გაზის გამათბობლების მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო, კულტურისა და სპორტულ დაწესებულებებში შემოწმდება.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაზის უსაფრთხოების საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ თემად იქცა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ აღნიშნული გამოწვევის პასუხად შედგა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პოტენციური რისკები თავიდან ავიცილოთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Visited 106 times, 1 visit(s) today