შალვა კერესელიძემ, დუშეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა

01/06/2019

1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა.

„მოხარული და ამაყი ვარ, რომ დღეს ამ ნიჭიერი, განათლებული და მონდომებული ბავშვების გვერდით ვიმყოფები. ახალგაზრდებო, სწორედ თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. თქვენი ცოდნა კი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარების საწინდარია. მინდა წინსვლა და წარმატებები გისურვოთ“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დაჯილდოების ცერემონია დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ოქროს და ვერცხლის მედლები 9 საჯარო სკოლის 61 მოსწავლეს გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0