შალვა კერესელიძემ საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობით დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მხარის ახალმა გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობით დაიწყო. პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების მუხრანის, მჭადიჯვრის, ჟებოტა-თიანეთისა და სიმონიაანთხევის მოსახლეობასთან. გუბერნატორმა ადგილობრივებისგან მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ისაუბრეს შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტბზე.
გუბერნატორი მოსახლეობას საკუთარი გეგმების შესახებაც ესაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. მათ შორის, ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის აუცილებლობას, რაც დამატებითი სტიმული იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, დარჩნენ ან დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.
შალვა კერესელიძემ კიდევ ერთ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა, რომელიც აუცილებელი პირობაა, როგორც მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად.
სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამების ხელშეწყობა მხარის ახალი გუბერნატორის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება. „ხალხთან უშუალო კომუნიკაცია საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვდრები. ეს დაგვეხმარება სწორად გავწეროთ სამოქმედო პრიორიტეტები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა აისახოს ჩვენი რეგიონის მცხოვრებლების კეთილდღეობაზე“ – განაცხადა ახალმა გუბერნატორმა.

Visited 173 times, 1 visit(s) today