შალვა კერესელიძემ, სოფელ აღდგომლიანთკარში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელ გზებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მცხეთის მერის პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, სოფელ აღდგომლიანთკარის შიდა გზების მოასფალტების პროცესს გაეცნო. სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება. ასევე, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძალისი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ბიწმენდი, ზაქარო, წილკანი და ნავაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.

Visited 113 times, 1 visit(s) today