შალვა კერესელიძე მცხეთასა და დუშეთში მოწყობილ ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ბადრი კუკულაძესთან ერთად, მცხეთასა და დუშეთში ის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა, სადაც ცხელების ცენტრები მოეწყო. შალვა კერესელიძე პერსონალს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას და დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ცხელების ცენტრებში იმ მოქალაქეებს მოათავსებენ, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი პაციენტებს ნიმუშს აუღებს, შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ცხელების ცენტრები შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული.

Visited 69 times, 1 visit(s) today