შალვა კერესელიძე უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი საერთო კრება უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. საერთო კრებას მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაესწრო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს. ძირითად საჭიროებებად გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ცამეტივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საერთო სარგებლობის გზას და მოეწყობა გაბიონები. მიმდინარე წელს, მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

Visited 113 times, 1 visit(s) today