შალვა კერესელიძე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

27/12/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მხარის რწმუნებულმა, მოადგილესთან, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და მოსახლეობასთან ერთად, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 5 კმ სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოასფალტდა. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც დაათვალიერეს და უკვე შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება. პროექტების ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0