შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას და მრავალწლიან ნაყოფიერ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების სექტორებში. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად. შეხვედრაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე. ​შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.

Visited 41 times, 1 visit(s) today