შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და პლატფორმის წარმომადგენლების ინიციატივები. აგრეთვე, განიხილეს დარჩენილ აქტივობებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გეგმები და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები.

Visited 9 times, 1 visit(s) today