შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. ის მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებაზეა მიმართული. შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით.

Visited 19 times, 1 visit(s) today