შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა UNICEF-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში. ​შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც იესპერ მოლერის თქმით, ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდარტებს აწესებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. აღინიშნა პარლამენტის დიდი როლი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტები. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია UNICEF-მა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოსთან.

Visited 19 times, 1 visit(s) today