შალვა პაპუაშვილი განის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალბან ბაგბინს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობები სახელმწიფო სერვისების, განათლების, კლიმატის ცვლილების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. განის სპიკერმა გამოხატა ამ მიმართულებებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის ანგოლაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში შედგა.
​საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

Visited 18 times, 1 visit(s) today