შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

03/10/2023

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ანა ლიურმანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა გერმანულ მხარეს ეროვნული დღესასწაული – გაერთიანების დღე მიულოცა და გერმანელ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობიანი განვითარება უსურვა. ანა ლიურმანის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოზე, ასევე, ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა ევროკავშირში წევრობის მხრივ საქართველოს პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0