შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. კარლ ჰარცელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის მხრიდან ათწლეულების მანძილზე საქართველოს განვითარებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების და მათი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში, რაც ქვეყანას სათანადოდ მოამზადებს 2024 წელს დაგეგმილი ევროკავშირში გაწევრიანების წარმატებული განაცხადისთვის. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.

Visited 39 times, 1 visit(s) today