შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს გიდეონ საარს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობასა და ისტორიულად მტკიცე ხალხთაშორის კავშირებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. ​შალვა პაპუაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს წარმატება უსურვა ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში და ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

Visited 29 times, 1 visit(s) today