შალვა პაპუაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ოლეგ სერებრიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევეიი გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები. როგორც შეხვედრის დროს შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მოლდოვას და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო.

„ივნისიდან მოყოლებული ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ოლეგ სერებრიანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე.

„ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები”, – აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.

Visited 41 times, 1 visit(s) today