შალვა პაპუაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრ ესაულენკოს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველო-მოლდოვას ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და კონსტრუქციულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების გზით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღინიშნა მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. მხარეებმა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზაობა.

Visited 42 times, 1 visit(s) today