შალვა პაპუაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ელენ ანდრესენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ დინამიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას განვითარების სფეროში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტზე ნორვეგიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და საქართველოს მიერ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში უკრაინისადმი აღმოჩენილი დახმარების და მხარდაჭერის შესახებ. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

Visited 49 times, 1 visit(s) today