შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას. ამ კუთხით აღინიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება ურშკა ზუპანჩიჩის ვიზიტი საქართველოში. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე. ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენია მზად არის გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და გააგრძელოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში იმართება.

Visited 29 times, 1 visit(s) today