შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

27/10/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარე სამუელუ ტეოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს მხარეს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად. შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს სპიკერს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპაციის შედეგები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუ განაგრძობს გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს და ტუვალუს შესახებ და შეთანხმდნენ პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე კონკრეტული ინიციატივების გზით. შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0