შალვა პაპუაშვილი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნიკ ბერესფორდს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საპარლამენტო მხარდაჭერის პროექტის ახალ ფაზასთან დაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე აქტივობები და გეგმები. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ამ მხრივ არსებულ საჭიროებებზე, ასევე პროექტის განხორციელების დროს საპარლამენტო პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

Visited 34 times, 1 visit(s) today