3

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი აღინიშნება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც, მათივე შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

Visited 62 times, 1 visit(s) today