შამადელასა და ოფაჩხაფუში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

13/09/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელასა და ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი. პროექტის ღირებულება 273 000 ლარია. ახალი გზა იგება ახალსოფელის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე და ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 250 000 ლარი იხარჯება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0