შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარეს ფუ ლიხუნს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის მენეჯმენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელთან შედგა. მხარეებმა ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ზონის კონცეფციის დეტალებისა და საქართველოში ანალოგიური წარმატებული მოდელის დანერგვის შეახებ იმსჯელეს.

Visited 174 times, 1 visit(s) today