შატილში განხორციელდა მუცოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

17/11/2023

დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, შატილის ა/ე-ში დასრულებულ პროექტებს გაეცნო. შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა. პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე გატარდა. მათ შორის სოფელ შატილის კოშკებთან, მდ. არღუნზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლები და გაბიონები. აგრეთვე, სოფელ შატილში განხორციელდა მუცოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ ადგილზე, გასულ წელს, სტიქიამ მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. ამჟამად კი უკვე მოეწყო გაბიონის კედელი. პროექტების ჯამური ღირებულება 600 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0