შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები – მზად ვართ, გავიზიაროთ

09/09/2017

როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა, მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ხედვები – ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0